13:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 11:52:03, 1509 ნახვა

სპორტი
პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელობაზე: ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას ველით

პრეზიდენტი პოლიციის თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ დანაშაულს სწრაფად გამოიძიებენ.

"ღრმა  მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.
პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას",-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics