|
2015-01-12 11:15:09, 1157 ნახვა
პოლიტიკა
კოტე კუბლაშვილს მისი შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონია
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მისი შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონია. ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურა თავად შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, კუბლაშვილის განმარტებით, ასევე შესაძლებელია, რომ კანდიდატურა აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებასთან კონსულტაციების გზით შეირჩეს. „პრეზიდენტს უფლება აქვს, თავად წარმოადგინოს ეს კანდიდატურა. კონსტიტუციით მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, კანდიდატურა იმ კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიოს, რაც კანონმდებლობაშია მითითებული და პარლამენტს წარუდგინოს. თუ გადაწყვეტს ასევე შეუძლია წინასწარ გაესაუბროს აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებს . მე პირადად ამ თემაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები არ მქონია. კონსულტაცია მქონდა მხოლოდ 2 ვაკანსიაზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში წელიწადი და 8 თვის განმავლობაში შეუვსებელი იყო და პრეზიდენტმა წარადგინა კანდიდატები, რომლებიც დაინიშნენ“, – აღნიშნა კუბლაშვილმა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტი შესაძლოა, ლადო ჭანტურიამ დაიკავოს, კუბლაშვილი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. „არ მინდა, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე რაიმე შეფასება გავაკეთო, სანამ ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)