2015-03-12 15:06:53, 489 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თბილისის პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის შენობიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები-გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია გამოვიდნენ.
მათ ადგილზე მისული "თავისუფალი თაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდენ. ჩხუბში "თავისუფალი ზონის" აქციის მონაწილეებიც ჩაერთნენ.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორის "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა.
პარლამენტის შენობასთან ამწუთებში სიტუაცია განმუხტულია, თუმცა მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ გრძელდება.
ცნობისთვის, პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრების საკომიტეტო მოსმენა იწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან