|
2016-08-05 13:29:14, 809 ნახვა
რეგიონი
ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 16 ტურისტულ ობიექტს გადაეცა. მათ შორის იყვნენ რეგიონში არსებული ბრენდული სასტუმროები ჰილტონი, შერატონი და დივან სუითი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი. ის გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა ობიექტმა მიიღო. დღეს, კი მათი რიცხვი 34-მდე გაიზარდა. პროექტი გრძელდება და აგვისტოს ბოლომდე ხარისხის ნიშანს რამდენიმე ობიექტი ისევ მიიღებს, რადგან მეორე ეტაპზე კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 29 ობიექტი ცდილობს. „პროექტი ემსახურება მომსახურების პრაქტიკის გაუმჯობესებას რეგიონში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში. ჩვენ პირველ ეტაპზე გვყავდა 18 ობიექტი. დღეს კი უკვე 16-მა ტურისტულმა ობიექტმა მიიღო ხარისხის ნიშანი. ამ ეტაპზე პროექტში უკვე ჩაერთო საერთაშორისო ქსელური სასტუმროებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მსგავსი დონის სასტუმრო აღიარებს ჩვენი პროექტის მნიშვნელობას რეგიონში ჩვენ ჯერ კიდევ ვგავართ გამოწვევების წინაშე მომსახურების სექტორში და ამას სჭირდება გაცნობიერება სექტორის მიერ. თუმცა ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს 34 ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტი უკვე ნიშნავს, რომ სექტორი აცნობიერებს პროექტის მნიშვნელობას და მოგვყვება ამ პროცესის გაუმჯობესებაში. წლის ბოლოსთვის კი ვფიქრობთ ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, “ განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა. ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ამოწმებს. კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებას სასტუმროებსა და რესტორნებს უწევთ მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის წარმატებულ ობიექტებს აღმასრულებელი საბჭოს წევრები ავლენს, რომელიც ტურიზმის რეგიონალური საბჭოსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმოამდგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge არის განთავსებული , რომელიც ვიზიტორებს ეხმარება თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი. პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. (NS)
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)