23:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 19:41:52, 948 ნახვა

რეგიონი
სურამში საკურორტო ზონასთან არსებული 600 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 9 აპრილის ქუჩის მიმდინარე გზის ასფალტირების  სამუშაოები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულეს.

შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით დაბა სურამში საკურორტო ზონაში დაიგება 650 მეტრი სიგრძის ასფალტ –  ბეტონის საფარი.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად  1000 მაცხოვრებელს გაუადვილდება გადაადგილება, რომლებსაც დაემატება არაპირდაპირი ბენეფიციარები როგორც ტურისტების სახით, ისე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები.

ამასთანავე, განიტვირთება საგზაო მოძრაობა და გალამაზდება დაბის იერსახე. პროექტის ფარგლებში სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისში.

 გზის ასფალტირების სამუშაოებს ასრულებს შპს „გეკა“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 489 000 ლარს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics