15:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 12:48:34, 2404 ნახვა

ეკონომიკა
„წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები” - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას უზიარებს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმაზე კიდევ ერთი კურსი – წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები ქსელურ მარკეტებთან - დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვის, FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ:

  • როგორ აწარმოონ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები ქსელურ მარკეტებთან;
  • რა მოთხოვნები აქვთ მსხვილ რითეილერებს და როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი თითოეულ ეტაპზე;
  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი არა მხოლოდ თაროზე მოხვდეს, არამედ გრძელვადიანი გაყიდვებიც შეინარჩუნოს და სხვა.

კურსს უძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის განათლების პლატფორმაა, რომელიც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა თემაზე - მარკეტინგზე, ფინანსებზე, გაყიდვებზე და სხვა თემებზე ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით. პლატფორმა მუდმივად ახლდება და იგი უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს. კურსების გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს .





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics