2025-04-07 11:20:43, 1082 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევი წიაღისეულის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ში დელეგაციას გაგზავნის
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, რომ მომავალ კვირას უკრაინა ვაშინგტონში უკრაინის წიაღისეულის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად დელეგაციას გააგზავნის.
"შეთანხმების ახალი პროექტი აჩვენებს, რომ აშშ-ს მხრიდან ინვესტიციების ფონდის შექმნის ან ერთობლივი ინვესტირების განზრახვა კვლავ რჩება" - თქვა სვირიდენკომ
კიევის დელეგაცია ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შედგება.
ვაშინგტონი თავდაპირველად შეთანხმების ხელმოწერას 28 თებერვალს გეგმავდა, თუმცა პროცესი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის უპრეცედენტო კამათის შემდეგ გადაიდო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,