17:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 13:23:31, 941 ნახვა

რეგიონი
იმერეთის გუბერნატორი - ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდბა 28 870 აბონენტს

იმერეთის გუბერნატორის, ლევან ზალკალიანის თქმით, დიდთოვლობის გამო, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში ჩაკეტილია 42 სოფლის სამარშრუტო გზა, ხოლო ელექტრომომარაგებაზე წვდომა შეზღუდული აქვს 28 870 მომხმარებელს.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მობილიზებულია 109 ერთეული ტექნიკა, რომელიც თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.

"დიდთოვლობამ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.

ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩაკეტილია 42 სოფლის გზა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს, ამ მიმართულებითაც მუშაობს სპეცჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება" - თქვა ლევან ზალკალიანმა, IPN-ის ცნობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics