|
2024-07-11 16:04:50, 936 ნახვა
რეგიონი
ანსამბლი „ბეთლემის“ 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
ანსამბლი "ბეთლემის" 20 წლის საიუბილეო საღამო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "არსიანის" საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ანსამბლი 2004 წელს ჩამოყალიბდა, რომელსაც იმედა ფარტენაძე და ნოდარ კახიძე ხელმძღვანელობდა. „ანსამბლის ქორეოგრაფები დღემდე იმედა ფარტენაძე და მზია ტუნაძეა. ანსამბლი "ბეთლემი" აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ხალხური და მსოფლიო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და რუმინეთში. ანსამბლს არაერთი ჯილდო, სიგელები, დიპლომები და თასი აქვს მიღებული. "ბეთლემმა" წარმატებით გაიარა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სერთიფიცირება და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. ანსამბლი "ბეთლემი" 2016 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი გახდა. საიუბილე საღამოზე ანსამბლი "ბეთლემი" "სახალხო ანსამბლის წოდებით" დაჯილდოვდა. ჯილდო საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილმა გადასცა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "ბეთლემი", ქედის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ბენდი, ხატია დიასამიძე და ანსამბლ "ბეთლემის" უხუცესი წევრები. საიუბილეო საღამოს ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილი, აჭარის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯომარე გენო ჭელიძე, საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზაცია "ბათუმი Black Sea" დირექტორი ანზორ დევაძე, ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)