2022-04-09 21:10:32, 2003 ნახვა
სამხედრო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ კიევში ბორის ჯონსონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა.
"პუტინის ამაზრზენი მიზნები პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე ლიდერობის, უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობისა და გამბედაობის გამო იშლება". – თქვა ბორის ჯონსონმა შეხვედრის შემდეგ.
"დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, როგორც ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად უკრაინელი ხალხისადმი.
ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოწმობს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში." - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,