13:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 23:51:39, 636 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე: ცინარიძე პოლიციას არცხვენს

"ცინარიძე პოლიციას არცხვენს,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ "რუსთავი2" გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა სკანდალურ ვიდეოჩანაწერს, სადაც მოქალაქე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება და სამსახურიდან ათავისუფლებს. 

გივი თარგამაძის განცხადებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს თანამდებობაზე დარჩენის არანაირი უფლება არ აქვს. 

"ვინ არიან შსს-ში თანამდებობებზე, ვინ დანიშნა ისინი? ესენი ხომ ღარიბაშვილმა ივანიშვილთან შეთანხმებით დანიშნა და გამოიყენა. ახლა ჭიკაიძეზე შეიწმინდეს ხელი. ჭიკაიძე ვისი კადრი იყო? სწორედ ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა დაუკარგეს რეპუტაცია სამართალდამცავებს და ჩამოშალეს სისტემა. გამოახრევინეს სისტემა კახური კლანის წევრებს," - განაცხადა გივი თარგამაძემ  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics