|
2015-01-24 18:55:47, 683 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე: სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაიდანი თბილისში გადმოუტანია, „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს
„სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაიდანი თბილისში გადმოუტანია, მანამდე უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა“, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბურჯანაძემ ასევე ჭიკაიძის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო. მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლება იური ვაზაგაშვილის საქმეს უსწრაფესად არ გახსნის, ხელისულფებისთვის ეს დასაწყისის დასასრული იქნება. „ჭიკაიძის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ადამიანური კუთხით, მაგრამ 28 წლის ბიჭის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მაშინ, როდესაც ის უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იღებდა, როგორც სადამსჯელო ორგანიზაციაში მონაწილეობას. ჭიკაიძის გადადგომა „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობას ვერ მოუხსნის. ეს იქნება მათი მმართველობის დასაწყისის დასასრული, თუ უსწრაფესად არ გამოიძიებენ ამ საქმეს. სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაიდანი თბილისში გადმოუტანია, მანამდე უნდა დასრულდეს ამ ხელისუფლების მმართველობა და სამართლიანობა აღდგეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იხდის.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)