23:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 16:07:29, 5894 ნახვა

Lifestyle
რა საშობაო საჩუქარს უმზადებს დედოფალი მეგან მარკლს

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II მეგან მარკლის დედა დორია რეგლანდს საშობაო არდადეგების გასატარებლად სამეფო ოჯახთან ერთად იწვევს და თუ რიგით  ოჯახებში, ეს ჟესტი ჩვეული ნორმაა, სამეფო ოჯახისთვის, საკუთარ ვიწრო წრეში შეშვება ნამდვილად არ არის ხშირი მოვლენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეთავაზება ქეით მიდლტონის მშობლებს  ჯერჯერობით არ მიუღიათ.

პრესა წერს, რომ სამეფო ოჯახის ეს ქმედება მეგან მარკლის მამის, თომას მარკლის ქცევამ გამოიწვია. ის მეგანის და ჰარის ქორწილამდე სურათებს პაპარაცებზე ყიდიდა და პრინცს სთხოვდა "მისი ქალიშვილი არ ეცემა". ეს ქცევა უყურადღებოდ არ დარჩენილა - მას ქორწილის მოსაწვევი არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ელისაბედ II და დორია რეგლანდი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან, დედოფალს შვილიშვილის სიდედრი ვინდზორების სასახლეში არაერთხელ ჩაიზე ჰყავს მიწვეული.

„მეგანი , რომელიც ფეხმძიმედ გახლავთ, დედას იშვიათად ხვდება, ეხლახანს ის და ჰარი ავსტრალიის და წყნარი ოკეანეს ტურიდან დაბრუნდნენ, ხოლო შობა ის დღესასწაულია, როცა მთელი ოჯახი ერთად უნდა იკრიბებოდეს. გამორიცხული არ არის ისიც, რომ სამეფო ოჯახმა ის ფაქტორი გაითვალისწინა, რომ დორია ქმარს დაშორებულია...“, - წერს The Times.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics