14:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 10:07:46, 755 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზაზა ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია: 134 ცალი საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ცეცხლსასროლი შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული „BLOW COMPACT MOD 2002“-ის მოდელის პისტოლეტი და 1 მჭიდი, ქარხნული წესით დამზადებული „ერ-კა-გე-ზე-ე-ემ 4879“-ის ტიპის კუმულაციური ხელყუმბარა და „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics