10:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 14:56:52, 1100 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად 560-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნეპალში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად 560-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

აღსანიშნავია, რომ გარდაცლილთა რიცხვი მუდმივად იზრდება.

სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ნეპალის მთებში დაკარგული ალპინისტების შესახებ იუწყებიან, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. CNN-ის კორესპნდენტის ინფორმაციით, მხოლოდ ამ შენობაში, შესაძლოა 400 დაღუპული იყოს. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება. დაჭრილთა დახმარება გართულებულია, რადგან საავადმყოფოების უმრავლესობა მიწისძვრის შედეგად დაინგრა. დაზიანებულია კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, რის გამოც მისი მუშაობა დროებით შეჩერებულია. მიწისძვრამ ტიბეტის მთებში ზვავების მასიური ჩამოწოლა გამოიწვია. მხოლოდ ევერესტზე 3 ზვავია ჩამოწოლილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics