10:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:29:25, 965 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი“ ჯგუფი აღიარეს, როგორც ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებელი, ფინანსური მომსახურების სფეროში

„ვითიბი“ ჯგუფმა, Randstad Award 2015–ის პრესტიჟულ რეიტინგში, მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში, „წლის ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებელი, ფინანსური მომსახურების სფეროში“.

Randstad Award – არის ერთადერთი ჯილდო, თავის სფეროში, რომელიც ასახავს ხალხის რეალურ მოსაზრებას: რას ფიქრობენ ისინი რეალურად, ამა თუ იმ კომპანიის შესახებ. კვლევა ფოკუსირდება სამ ძირითად ასპექტზე: ბრენდის ცნობადობა, მისი, როგორც დამსაქმებლის, აბსოლუტური და შედარებითი მიმზიდველობა.

რესპოდენტები, პირველ რიგში, აფასებდნენ დამსაქმებლის შერჩევის საკვანძო კრიტერიუმების მნიშვნელობას და ასევე პასუხობდნენ დამატებით კითხვებს. მათ შორის – ქცევა და უპირატესობა შრომის ბაზარზე, სამუშაო ადგილის გამოცვლის მიზეზები და გეგმები, ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს თანამშრომლობის გაგრძელება არსებულ დამსაქმებელთან, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიების თანამედროვე არხები.
 
„ჩვენთვის დიდი პატივია, გავხდეთ Randstad Award–ის ჯილდოს ლაურეატები –განაცხადა „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“–ს  ვიცე–პრეზიდენტმა, პერსონალის  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი დოლიძემ – კვლევა ადასტურებს ადამიანების პოზიტიურ დამოკიდებულებას, „ვითიბი“–ს ბრენდის მიმართ, ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია საზოგადოებისგან,  საუკეთესო დამსაქმებლის აღიარების მოპოვება“, - აცხადებენ „ვითიბი ბანკში“.

ცნობისთვის, Randstad Award — თავისი კონცეფციით, წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს, რომელიც ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებელს ენიჭება, დამოუკიდებელი ონლაინ–გამოკითხვის შედეგების მიხედვით. Randstad Award ფუნქციონირებს 2000 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს დამოუკიდებელ კვლევას, სფეროში „employer branding“ – დამსაქმებლის ბრენდის მიმზიდველობა. დღეის მდგომარეობით, კვლევა მოიცავს მთელი მსოფლიოს 3000–ზე მეტ კომპანიას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics