09:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 15:55:02, 650 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ბზობის შემდეგ მართალია, მოდის ჯვარცმა, მაგრამ მის შემდეგ აღდგომა და ამაღლებაა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

უწმინდესმა  სახარებიდან ის ფრაგმენტი გაიხსენა, როდესაც იესო ქრისტე იერუსალიში შედიოდა და მას, როგორც მეფეს, ისე ეგებებოდნენ.

,,ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ დღესასწაულის შემდეგ, მართალია მოდის ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმის შემდეგ მოდის აღდგომა და ამაღლება“,- ბრძანა პატრიარქმა. 

დღესვე  ილია მეორემ მრევლი და საქართველოში ვიზიტად მყოფი  მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დალოცა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ბზა აკურთხეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics