14:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 17:52:44, 1492 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო საქმეში შეტანილი წვლილისათვის 30 მედიკოსი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი დააჯილდოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაალ მიქელაძემ მათ მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. დასაჯილდოებელ მედიკოსთა კანდიდატურები კლინიკების ხელმძღვანელების მიერ შეირჩნენ.

უწყება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს ყოველწლიურად აჯილდოებს. 2016 წელს სიგელი 23 ექიმს გადაეცა.

ფოტო რეპორტაჟი

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics