2016-10-26 13:01:28, 1944 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი, ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
"მსოფლიო ბანკის რეიტინგში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, შვიდი საფეხურით აიწია საქართველომ, 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში. ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში. 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი, დადებითი ნახტომი ამ მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც საქართველოში ინვესტირებას ფიქრობს ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა - „ბიზნესის წარმოება 2017 თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან