18:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:52:50, 940 ნახვა

ეკონომიკა
სერვისების განვითარების სააგენტო SIDA-სგან 1 500 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ერთსულოვნად დამტკიცდა  1 500 000 ევროს ოდენობის გრანტი SIDA-სგან, (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) შვედეთის მთავრობისგან.

„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შვედეთის მთავრობას და SIDA -ს საჯაროდ გადავუხადო  მადლობა“, –განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს პროექტის: „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ განხორციელებას.

პროექტი გულისხმობს სერვისების გაუმჯობესებას ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ–ის − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერების, ინოვაციების დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის გზით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics