14:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 20:43:04, 1234 ნახვა

სხვადასხვა
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” დაფუძნებიდან 7 წელი გავიდა

ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 7 წლის გახდა. "ექსპრესნიუსი" 2009 წლის მაისში დაფუძნდა. 

დღეს სააგენტო ქვეყანაში წამყვან ონლაინ-მედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, ბიზნეს ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მედია საშუალებები. 

სანდო, ოპერატიული, ობიექტური, ღირებული ახალი ამბის გავრცელება - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლის შესრულებაც 7 წლის წინ „ექსპრესნიუსის“ ნიუსრუმმა საკუთარ თავს მიზნად დაუსახა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ EPN-ის გუნდის ძალისხმევით ეს მიზანი მიღწეულია.

"ექსპრესნიუსის" მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებს.

ახალი ამბების სააგენტო დაარსდა 2009 წელს, “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. შეიმუშავა ქცევის სტანდარტები. მოგვიანებით შეუერთდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ივლისში საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “1news.az”-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმინფოსთან”.

„ექსპრესნიუსი“ 7 წელია ქართულ მედია სივრცეში სულ უფრო პოპულარულ და სანდო მედია საშუალებად რჩება. სხვადასხვა გამოკითხვებში სააგენტოებს შორის მას ერთ–ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს.

დღეს იგი აერთიანებს რამდენიმე მედია საიტს, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო პოპულარული ხდება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics