14:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 12:29:30, 536 ნახვა

პოლიტიკა
საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.

მათი ინფორმაციით, საელჩო აშშ-ში წასულ საქართველოს მოქალაქეებს განუმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

"აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება." - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics