|
2026-01-29 23:20:30, 661 ნახვა
პოლიტიკა
იურისტი საბა ბრაჭველი რეჟიმის მიერ გრანტების კანონის გამკაცრებაზე განმარტებას აკეთებს
იურისტი საბა ბრაჭველი რეჟიმის მიერ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებული ვერსიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, განმარტებას აკეთებს. ის Facebook-ის პოსტში ხსნის, რა იცვლება კანონის გამკაცრებული ვერსიით. "როგორც იქნა, საინტერესო კანონპროექტი დაიდო პარლამენტის საიტზე, ამიტომ, რაც შეიძლება მოკლედ: 1. ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან; მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს (ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც); მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან 1 თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს. 2. სანამ განმცხადებელი მთავრობისგან ნებართვას არ მიიღებს, იქამდე არც კონტრაქტის შესრულების, არც ფულის დახარჯვის, არც ნეტფლიქსის პაროლის გამოყენების უფლება არ ექნება. თუ გამოიყენებს - 6 წელი ციხე დაემუქრება. 3. თუ პირველ პუნქტში მითითებული პირი გამოთქვამს ნებისმიერი სახის მოსაზრებას საზოგადოებრივ საკითხებზე, შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკურ პარტიად შერაცხვა, რითიც მისი მთელი პერსონალური ინფორმაცია ყოველგვარ დაცულობას დაკარგავს და დამატებითი ვალდებულებები ექნება შესასრულებელი. 4. გაერომ ვინმე გრაფიკული დიზაინერი რომ დააკონტრაქტოს, სტუდენტებითვის უფასო მასტერკლასის ჩასატარებლად, დიზაინერმა ჭკუა იხმაროს და ამაში ფული საერთოდ არ აიღოს, მაინც 6 წლით საციხოდ გაიხდის საქმეს დიზაინერიც, სტუდენტებიც და გაეროს თანამშრომელიც. 5. საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ა.შ.) აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. ფარადან და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც, თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან. 6. მეტიც, სათაო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ. 7. ექვსწლიანი სასჯელი (მძიმე დანაშაული) ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას უფლება ექნება, უკვე ლეგალურად მოუსმინოს ნებისმიერ პირს, რომელზეც პატაკში მხოლოდ ის იქნება მითითებული, რომ მას უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ პირთან რაღაც საქმიანობა აქვს. დამატებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ცალკე დანაშაულია, ამიტომ, მაგალითისთვის ორგანიზაციამ რამე თუ არ დაადეკლარირა, ცალკე ხელმძღვანელებს დაიჭერენ (გრანტების კანონის დარღვევის გამო), და ცალკე დანარჩენებს - შეუტყობინებლობის გამო. 8. ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან. 9. პროტესტში მყოფი ადამიანები 'გაგვლახენ უკვე' ვითარებაში არიან და ეს შეზღუდვები მათთვის ძალიან ნამეტანი რთულად გადასატანიც არ იქნება - გამოიმუშავეს უკვე მედეგობა. აი იმ ხალხმა კი, ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მათ არ შეეხებოდა, ჯობია მალე დაიწყოს დეკლარირების წესების სწავლა, ექსელის ფაილის შევსება და თანხმობების ლოდინი. სერიოზული გამოფხიზლება ელით წინ. 10. მაინც ვერ გავიგე, რა არის ამ კანონში რუსული.", - წერს ის Facebook-ზე.
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)