12:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 12:00:47, 3102 ნახვა

სხვადასხვა
Amnesty - ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ქართული მედია ხელისუფლების მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება.

"პოლიცია ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში მიზანმიმართულად უშლის ხელს, მათ შორის, უკანონო ძალის გამოყენებით". - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

Amnesty International გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებაც წერს.

"ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტს შეუერთდა, ამჟამად დაკავებულთაგან ერთ-ერთია და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს". - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთელ რეგიონში საიმედო ინფორმაციაზე წვდომა სულ უფრო იკლებს, მაშინ როცა "დეზინფორმაცია საზოგადოებრივ სივრცეში სულ უფრო დომინანტური ხდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics