|
2015-02-13 13:41:29, 517 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის პრეზიდენტმა, ნორბერტ ლამერტმა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე შეხვედრა გამართა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიქტორ დოლიძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და რუსეთთან ურთიერთობებზე. საუბარი აგრეთვე შეეხო საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ხიდი ორ რეგიონს: სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესთაგის პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე, საქართველოს პერსპექტივებზე ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით, რეგიონის უსაფრთხოებაზე, ურთიერთობებზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. რა თქმა უნდა საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობებსაც“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. დღესვე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის პრეზიდენტმა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ზვიად კვაჭანტირაძესთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან გამართა. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს. „ამ თვალსაზრისით, მივმართეთ თხოვნით, რომ მომავალი წლისთვის, განიხილონ საკითხი, რომ სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფს საქართველოს მეგობრობის ჯგუფი ცალკე ჯგუფად გამოეყოს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს უფრო მეტ ეფექტურობას შესძენდა ჩვენი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და მიგვაჩნია, რომ ამის გარკვეული საფუძვლები არსებობს თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან არის ასოცირების ხელშეკრულებით დაკავშირებული და მას თავისი პოლიტიკური პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნისგან ფუნდამენტურად განასხვავებს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკურ აქტუალურ თემებზე, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, და ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხში გერმანიის როლზე ისაუბრეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ნორბერტ ლამერტის ვიზიტი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის შემდგომი პერსპექტივები იყო, როგორც ეს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ჩანს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა. დღესვე, 13 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ნორბერტ ლამერტის მონაწილეობით საჯარო შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფ. ლამერტის საჯარო გამოსვლა თემაზე: „ევროპის სამშვიდობო წესრიგი კონფლიქტებსა და შეთანხმებებს შორის პერიოდში“. შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 15 თებერვალს დასრულდება.
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)