00:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 15:43:04, 941 ნახვა

რეგიონი
აჭარას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ინფლუენსერი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს არაბი და პოლონელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მედიატურის მონაწილეებმა პეტრასა და გონიოს ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა და ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

„სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებმა კაპნისთავის კანიონიც დალაშქრეს და მთიან აჭარაში მდებარე კოტეჯებს ესტუმრნენ. რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მოგზაურები ინსტაგრამის, ტიკტოკის, ფეისბუქისა და ლინკდინის მეშვეობით ასიათასობით გამომწერს უზიარებდნენ.წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 100-ზე მეტი ინფლუენსერი და ჟურნალისტი სტუმრობდა 15-მდე სამიზნე ქვეყნიდან. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“,- აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics