2023-10-30 10:22:10, 1136 ნახვა
რეგიონი
კასპში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, ქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მშენებლობა დაიწყო, რომლის პირველი ეტაპის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.
„პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 9 ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობაა დაგეგმილი, მათგან ნაწილი დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა კი მიმდინარეობს“ - აღნიშნულის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),