12:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 18:12:09, 942 ნახვა

რეგიონი
საერთაშორისო კამპანიის ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება

საერთაშორისო კამპანიის ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - “მედცენტრში“ გაეცნო.

დღეს სკრინინგით ხულოს მუნიციპალიტეტიდან 30-მდე ქალბატონმა ისარგებლა. მინისტრის მოადგილემ მათთან შეხვედრისას სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიაწოდა ასევე ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა სარგებლობა მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ.

“აჭარა წელსაც შეუერთდა კამპანიას - ვარდისფერი ოქტომბერი, რომლის ფარგლებში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება და ქალბატონების სკრინინგში ჩართვის ხელშეწყობა. ადრეული დიაგნოსტიკა ზრდის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. ქვეყნის მასშტაბით მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოა და ვთხოვ ყველა ქალს დროულად ჩაიტაროს კვლევა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები”, - აღნიშნა მარი ზანაქიძემ.

აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის, მუნიციპალიტეტების მერიებისა და პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოქტომბრის თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებაში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია.

სკრინინგში ჩაერთვებიან პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პირები.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქალებისათვის კიბოს სკრინინგის პროგრამა უფასოა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  • 40 - 70 წლის ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი
  • 25 - 60 წლის ჩათვლით - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
  • 50 - 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში:

  • 25 - 30 წლამდე ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი (ელასტოგრაფია)
  • 30 - 40 წლამდე ჩათვლით - ძუძუს კიბოს სკრინინგი.








ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics