14:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 00:26:17, 18472 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის საერთო კოვზით ზიარება არის თუ არა სარისკო ან უსაფრთხო

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ იცის არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში დღეს ღამით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ. საჭირო არის მეცნიერული კვლევა“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაზუსტება: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსი COVID-19 ერთიდან მეორე ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა.

კერძოდ, ხველებისას ან ამოსუნთქვისას გამოიყოფა მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც დაინფიცირებული პირის გარშემო ობიექტებსა და ზედაპირებზე ხვდება. სხვა ადამიანს კორონავირუსი შეიძლება გადაედოს ჯერ ამ ობიექტებთან თუ ზედაპირებთან, შემდეგ კი საკუთარ თვალზე, ცხვირსა ან პირზე ხელის მოკიდებით; ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი დახველებისას ან ამოსუნთქვისას პირდაპირ ჩაისუნთქავენ ამ ნაწილაკებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics