14:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 12:41:46, 708 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენი საიუბილეო“ - ყველაზე ცივი ლუდი ყველაზე გახსნილი ურთიერთობებისთვის

ლუდსახარში „ზედაზენი“ 3 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  ერთგულ მომხმარებელს,  განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ახალი ლუდი. „ზედაზენი საიუბილეო“ - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის სამი განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი მსუბუქი საზაფხულო ლაგერია“, - განაცხადა  ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელმა  კახა  პაიჭაძემ.

ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია,  ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% ასე, რომ მსუბუქი  ლუდი „ზედაზენი საიუბილეო“   მხოლოდ დაბალი კალორიულობით გამოდის: 37კკალ/100გრ ნაცვლად ჩვეული 44კკალ/100გრ.

„ზედაზენი საიუბილეო“  შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს.

სპეციალურად ახალი ლუდისთვის შეიქმნა შუშის ბოთლის დიზაინი; დღეიდან  დახლებზე „ზედაზენი საიუბილეო“  შუშის ბოთლის გარდა, 1, 2 და 2,5 ლიტრიანი პეტ-შეფუთვითაც  გამოჩნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics