17:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 10:37:32, 3400 ნახვა

სხვადასხვა
საწვავში ტყვიის შემცველობაზე გავლენას ახდენს უხარისხო ბენზინი

ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან ერთად საავტომობილო გამონაბოლქვის სიდიდესა და ტოქსიკურობაზე უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს საწვავის ხარისხი. ბოლო პერიოდში საწვავის ხარისხი ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველწლიურად უმჯობესდება. 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. 
ეტაპობრივად უმჯობესდება დიზელის ხარისხიც. 2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან იგი ევრო 5-ს მიაღწევს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია. 
აღსანიშნავია საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებაც. გასულ წლებთან შედარებით, როდესაც წლის განმავლობაში მხოლოდ 30-მდე ავტოგასამართ სადგურზე ხდებოდა ხარისხის კონტროლი, 2018 წელს საწვავის ხარისხი 143 სადგურზე შემოწმდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics