18:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 17:57:37, 593 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ორი თაობა“ მოხუცთა პანსიონატში დღეიდან განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თემქის მოხუცთა პანსიონატში პროგრამას - „ორი თაობა“ ახორციელებს.

პროგრამის მიზანია, 14-18 წლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობა ხანდაზმულთა დასახმარებლად.

როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინკაძემ განაცხადა, პროგრამა ხელს უწყობს  ახალგაზრდებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. 

„სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს   სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ  ეზოს კეთილმოწყობაში, მონაწილეობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაშიც“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.

ამასთან, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში უკვე შეირჩა ცხრა მონაწილე, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მოხალისეობრივ საქმიანობაში  მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სერტიფიკატებს მიიღებენ.

დღეს პირველი მოხალისეები გახდნენ ნათია კაპანაძე, თამარ ჭანტურია და ნათია ბლიაძე, რომლებიც  91 წლის  დურმიშხან ბიძინაშვილის ნამუშევრებსაც გაეცნენ, დაათვალიერეს მისი სახელოსნო, მოისმინეს საჭიროებები და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics