13:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 12:03:36, 845 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  დასრულებული სახით,  ტურიზმის ეროვნული სტრატეგია წარადგინეს.  სტრატეგია დაინტერესებულ მხარეებთან წარმოებული კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს  ქვეყანაში ტურიზმის  სექტორის განვითარების ხედვას 2025 წლამდე და 5 წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, სტრატეგიაში გაწერიალია, თუ როგორც უნდა განვითარდეს საქართველოშო ტურიზმის  სხვადასხვა სექტორი. 

"სტრატეგიის მიზანია დავდოთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ტურიზმის  სხვადასხვა სექტორი, როგორ უნდა მოხდეს ახალი კადრების ათვისება,  დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხისა და დასაქმების ზრდა. მაისში იყო საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით, 14,7 %-იანი ზრდა. პირველი 5 თვის მონაცემებით, საერთაშორისო შემოსავლების კუთხით, უკვე 2%-იანი  ზრდაა",-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგია 2025- ის წარდგენას 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და  კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics