18:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 19:26:58, 3066 ნახვა

კულტურა
ეროვნული არქივის პავილიონში გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართა

ქართველი ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიმართა.

ღონისძიებაზე „საუბრები გურამ შარაძეზე" მეცნიერი გაიხსენეს კოლეგებმა და სტუდენტებმა. პავილიონში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები.

„გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, რუსუდან კობახიძის მოხსენების თემა იყო. გურამ შარაძის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის გადაცემულ მაღლაკელიძეების არქივზე  ცენტრის თანამშრომელმა ეთერ ქავთარაძემ ისაუბრა. საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული, გურამ შარაძის მიერ ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილ საარქივო მასალაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეროვნული არქივის წარმომადგენელმა თამარ გაბუნიამ მიაწოდა. გურამ შარაძეზე, როგორც  მასწავლებელსა და კოლეგაზე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნათელა ჩიტაურმა ისაუბრა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ფერიდე კვაჭანტირაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გურამ შარაძის საქმიანი ურთიერთობა  გაიხსენა. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა გურამ შარაძის სახელობის კაბინეტის დაარსებას გეგმავს.

 ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. მისი თქმით, იგეგმება გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესება ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის.

„საუბრები გურამ შარაძეზე" დასრულდა გიორგი შარაძის ფილმით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება".

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics