12:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 13:10:43, 467 ნახვა

სამართალი
შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება

შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება. 

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ეს პერმანენტული პროცესია. მსჯავრდებულებისგან განცხადებები შემოდის. ამ კომისიაზე პირველ მარტამდე შემოსული განცხადებები იყო განხილული და პირველი მარტის შემდეგ შმოსულ საბუთებზე დეპარტამენტი მუშაობს. კომისიის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ მაისი მეორე ნახევარში გაიმართება. ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ქორიძემ. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა დრეს 78 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან, 57 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 21 მსჯავრდებულს კი, სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics