12:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 14:55:32, 580 ნახვა

სამართალი
შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.   

მოსამართლემ ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

ამასთან, როგორც პროცესზე აბულაძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება, რაც თავად ბრალდებულმაც გაიზიარა.  

აბულაძის საქმეზე, რომელშიც ორი პოლიციელის მკვლელობის ეპიზოდია გაერთიანებული, წინასასამართლო სხდომა 22 მაისს გაიმართება. 

შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics