10:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 18:06:09, 389 ნახვა

საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილი მყინვარ დევდორაკზე და მდ. ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მიმდინარეობას შეისწავლის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაბა ყაზბეგში, შვეიცარიელ  ექსპერტებთან  ერთად, მყინვარ  დევდორაკზე  და მდ. ამალის  ხეობაში სტიქიური პროცესების მიმდინარეობას შეისწავლის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულტან დაკავშირებით დღეს მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და  შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST"-ს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების  საფუძველზე შვეიცარიელი  ექსპერტები   სტიქიური პროცესების შესწავლის შემდეგ, ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ. სპეციალისტები ადგილზე შეარჩევენ ტერიტორიებს , სადაც  განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები.

ადრეული გაფრთხილების  სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახდინოს, რის შემდგომაც შესაძლებელი  გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება. 

ასევე, აღნიშნული სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდება  საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრავი როგორც ადგილობრივი ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

ექსპერტები საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics