02:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 20:53:33, 1006 ნახვა

სპეციალური ანონსი
6 ნოემბრის სპეციალური ანონსი

6 ნოემბერს 11:00 სთ-ზე, ვარდების მოედანზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყველის ფესტივალს გახსნის.
საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჩაერთვება. 
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი - 595 956103; გრიგოლ უროტაძე - 599015515

6 ნოემბერს, 13.00 საათზე, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. 

6 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთავში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას დაესწრება. მის: ახალი რუსთავი, სანაპიროს ქ. 79.

6 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სამეცნიერო მონოგრაფიის - „ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“ - პრეზენტაცია გაიმართება, პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

6 ნოემბერს, 19:00 საათზე, კაფეში "კივი" „ქალთა ფონდი საქართველოში“ მართავს პარტიზანი მებაღეობის მხარდამჭერ საქველმოქმედო საღამოს. 
მის.: ი.მაჩაბლის 6





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics