11:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 13:00:04, 547 ნახვა

სამართალი
ქორიძე შეწყალების აქტით გათავისუფლებულ პატიმრებს მოუწოდებს, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში ჩაერთონ

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე  შეწყალების აქტით გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს მოუწოდებს,   შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში ჩაერთონ.

"მინდა მოვუწოდო ყველა იმ მსჯავრდებულს რომელიც დღეს გათავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეწყალების აქტით, რომ  აუცილებლად ჩაერთონ შეწყალებულ  მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში,  რაც მნიშვნელოვანია. ეს პროგრამა მესამე თვეა ხორციელდება საქართველოში. ბევრი შეწყალებული მსჯავრდებული უკვე ჩართულია და იმედი მაქვს, დღეს გათავისუფლებული 130 მსჯავრდებულიც შეუერთდება ამ პროგრამას და მიიღებს პრეზიდენტისგან ამ სერვისს",-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დღეს შეწყალების ორ აქტს მოაწერა ხელი. ერთი აქტით,  შეწყალებული იქნა 188 მსჯავრდებული. სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სრულად გათავისუფლდება 130 მსჯავრდებული. ისინი დღეს დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს. 58 მსჯავრდებულს კი, აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics