|
2015-03-06 12:02:05, 402 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია
იუსტიციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მიიღო. უკრაინის სამთავრობო დელეგაციას მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ანა ონიშჩენკო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის გამოცდილების გაზიარების შესახებ ისაუბრეს. განსახილველ საკითხებს შორის ევროკავშირთან ინტეგრაციისა და იუსტიციის სახლების კონცეფციის გაცნობა იყო. დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდნენ, სადაც იქ არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. უკრაინის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს, ასევე, პრემიერის აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დელეგაცია საქართველოში 8 მარტამდე დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)