09:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 12:42:34, 410 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

ევროინტეგრაციის თემები და მთავრობის ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის და უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, ანა ონიშჩენკოს შეხვედრაზე. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. ჩემი უკრაინელი კოლეგა ჩამოვიდა იმისთვის, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ჩვენც გავიგოთ რა მიმართულებებით მუშაობენ ისინი. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, როგორც ადმინისტრაციაში, ისე მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში. ვფიქრობ, საინტერესოა ჩვენი უკრაინელი კოლეგისთვის, თუ რა მიმართულებით ვახორციელებთ ცვლილებებს, რა შევცვალეთ და რა არის აუცილებელი ევროინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. საკმაოდ წარმატებულადაა შეფასებული ჩვენი რეფორმები. შევთავაზეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა აქტიური იქნება“,, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან,  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics