12:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 14:46:15, 660 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გვარდიის უფროსი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  უკრაინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

უწყების ინფორმაციით, მხარეები სამხედრო მოსამსახურეების წვრთნების საკითხში ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. უკრაინელმა გენერალმა ქართველ კოლეგას მის უწყებაში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.

ეროვნული გვარდიის უფროსთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდნენ ასევე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ანზორ გოგუაძე და საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში, პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა.

უკრაინის შემდეგ ეროვნული გვარდიის დელეგაცია ტალინშიც გამეგზავრა, სადაც ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics