15:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 15:32:26, 1276 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა სტამბოლის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მისი ქვეყანა ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მსხვილ ქალაქებში თავდასხმების განხორციელება თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ჩვეული ტაქტიკაა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავებულია.

ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა. "ქურთისტანის მუშათა პარტია", რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციას მიიჩნევს, ქურთთა ავონომიისთვის იბრძვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics