02:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 09:28:50, 699 ნახვა

რეგიონი
12-16 მაისს აჭარა ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლებს

12-16 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი იგეგმება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21-კაციან დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურუზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც მოხდება ქვემო სილეზიის 10 წლის საერთო სტრატეგიისპრეზენტაციის წარდგენა.

13 მაისს ქვემო სილეზიის დელეგაცია სასტუმრო „შერატონში“ ‘Expo Batumi 2016’-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც ბათუმში უკვე მეცხრედ ტარდება და ფართო მასშტაბებს ატარებს რეგიონის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

15 მაისს დელეგაციის წევრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდება, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები ქობულეთში გაემგზავრებიან და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდებიან. იქვე მოეწყობა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის პრეზენტაციები. დელეგატები აგროსერვის ცენტრს და „ისპანის ჭაობსაც“ დაათვალიერებენ, გაეცნობიან ბათუმის ღირსშესანიშნაობებს.

ქვემო სილეზიის დელაგაციის ვიზიტი აჭარაში 16 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics