|
2016-04-22 12:36:21, 1024 ნახვა
მსოფლიო
FBI iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვაში 1 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაიხადა
გამოძიების ფედერალურ ბიუროს iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის (iOS) გატეხვა 1 მილიონ 300 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სან-ბერნანდინოს თავდამსხმელის ტელეფონიდან პირადი ინფორმაციის მოძიებაზე ბიურომ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ის პენსიაზე გასვლამდე 7 წლის განმავლობაში გამოიმუშავებს. მედიამ ჯეიმს კომის წლიური ხელფასი გამოთვალა და საბოლოოდ 1 მილიონ 300 ათასი დოლარი მიიღო. ტერორისტის ტელეფონიდან მონაცემების მოსაძიებლად გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დახმარება კომპანია Apple-ს სთხოვა და საქმე სასამართლოშიც შეიტანა, თუმცა კომპანიისგან უარი მიიღო. Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სპეცსამსახურების მოთხოვნა კომპანიის მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოოდ iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰაკერების დახმარებით გატეხა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)