15:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 11:12:38, 1109 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს ასამბლეა წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სიის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სასანქციო სიის დამტკიცებისკენ მოუწოდა, - აღნიშნული განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ასამბლეა ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო და ფინანსური სანქციები იმ პირებს შეეხება, ვინც უკრაინელი პილოტის გატაცებაში, უკანონო დაპატიმრებასა და გასამართლებაში მიიღო მონაწილეობა.

საპარლამენტო ასამბლეა ასევე აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს მოუწოდებს, მძევლები გაათავისუფლონ და ადამიანის უფლებების დარღვევა შეწყვიტონ.

„ასამბლეა გმობს უკანონო დაპატიმრებებს, დაკავებებსა და ასევე სავჩენკოს საქმის სასამართლო განხილვას რუსეთში და მოუწოდებს მის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს უკრაინას, უმოკლეს ვადაში მოახდინოს ”რომის სტატუტის” რატიფიცირება, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში, კონფლიქტის პერიოდში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები გამოიძიოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, 11 უკრაინელი დააპატიმრა.

გარდა ამისა, ყირიმში რუსეთმა უკრაინის სულ მცირე 10 მოქალაქე დააკავა და პოლიტიკური მოტივებით წაუყენა ბრალდება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი ნადეჟდა სავჩენკოს საქმეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics