13:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 13:46:28, 1122 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახდა

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან არსენი იაცენიუკი გაუშვა და მის ადგილზე რადას სპიკერი, ვლადიმერ გროისმანი დანიშნა.

 რადამ აღნიშნული გადაწყვეტილება 257 დეპუტატის გადაწყვეტილებით მიიღო, მაშინ როცა, გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საკმარისი.

შეგახსენებთ, რომ კვირას, არსენი იაცენიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი ფრაქცია "სახალხო ფრონტი" კოალიციაში რჩება. იაცენუკის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის მცდელობა არსებობდა, რომლის მიზანიც, მისი თანამდებობიდან წასვლა იყო. იაცენუკს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს პრემიერობიდან წასვლის შემდეგ. 

პრემიერის გადადგომა, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადაგომას ნიშნავს. პრემიერი და მინისტრები ახალი მთავრობის დამტკიცებამდე შეასრულებენ მოვალეობებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics