02:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 17:11:11, 382 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ  ელმარ მამედიაროვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი თემები, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა  ყურადღება დაუთმეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხებს.

ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს. აღინიშნა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.  ამასთან, გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. 

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ თემებს.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics