|
2026-02-03 21:09:04, 7631 ნახვა
სხვადასხვა
თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ერთ კვირაში მეორეჯერ დაჯდა
2 თებერვალს აშშ-ს საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130J-30 Super Hercules - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის შემოსვლის მეორე შემთხვევაა. FlightRadar24-ის მონაცემებით, C-130J ტიპის თვითმფრინავი, , რომელიც ძირითადად სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის, სამხედროების ტვირთისა და აღჭურვილობის გადასატანად გამოიყენება, აშშ-ს რამშტაინის ავიაბაზიდან გამოფრინდა და თბილისში ადგილობრივი დროით 22:54 საათზე დაჯდა. ბოლო ინფორმაციით, ამერიკული თვითმფრინავი ისევ თბილისის აეროპორტშია გაჩერებული. ცნობისთვის, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი საქართველოში წინა კვირაშიც ჩამოფრინდა, როცა აშშ-ს საჰაერო ძალების MC-130J ტიპის თვითმფრინავი 29 იანვარს, თბილისის დროით 22:41 საათზე, თბილისის აეროპორტში დაეშვა. აღნიშნული თვითმფრინავი, რომელიც ძირითადად სამხედრო-გადამზიდისა და საჰაერო ტანკერის ფუნქციას ასრულებს, თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა, გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზა გამოიარა და ბუქარესტში ჩაფრენის შემდეგ საქართველოსკენ გამოფრინდა. ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში გაჩერების შემდეგ MC-130J თბილისის დროით 00:31-ზე აფრინდა და გაერთიანებული სამეფოს მილდენჰოლის სამხედრო ავიაბაზაზე დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)