|
2025-07-31 16:52:17, 2831 ნახვა
საზოგადოება
„ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, შრომა აუცილებლად ფასდება“ - რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის შეიქმნა და უკვე 350-ზე მეტ სტუდენტს მისცა სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესაძლებლობა. ერთ-ერთი წლევანდელი სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს: „დიზაინი ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, ყოველთვის მიყვარდა კრეატიული sanbox თამაშები: Minecraft, Sims, სადაც შემეძლო მეკეთებინა ის, რაც ჩემს გულს გაუხარდებოდა. ხატვაც ყოველთვის მიყვარდა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი პროფესიის არჩევაში. სამომავლოდ მინდა, რეალობად ვაქციო ის იდეები, რომლებზეც ბავშვობიდანვე ვფიქრობ“. რეზო გვიყვება, რომ სტიპენდია მხოლოდ დაფინანსების მოპოვება არ არის და ახლა უფრო დიდი მოტივაციით განაგრძობს სწავლას: ,,ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, დიზაინის პროექტებსა და მეცადინეობაში გათენებული ღამეების დაფასებაა. ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად ფასდება. მთავარ მოტივაციას მაძლევს სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი უნარები. მინდა, ყოველ ჩემს ნაბიჯს მოჰყვეს შემდეგი, და ამისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების ძიება“ რეზომ საკუთარი გამოცდილება და რჩევები მომავალ კონკურსანტებსაც გაუზიარა: „კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი სამოტივაციო წერილია, რომელიც მთელი გულით დავწერე, გულწრფელად ვილაპარაკე ჩემს მიზნებზე. სხვებსაც ვურჩევდი, რომ, უპირველესად, გულწრფელები იყვნენ. არ არსებობს სწორი ფორმულა, არსებობს შენი ისტორია, მოტივაცია და სურვილი. არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის წარმოჩენის და უნდა დააფასო გზა, რომელიც გამოიარე. ყველაზე მთავარი მაინც მცდელობაა, თვითონ მცდელობაც კი უკვე წინსვლაა და გეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში“ თუ შენც გინდა აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე არ გაჩერდე განათლების გზაზე და აუცილებლად სცადე ბედი. დაათვალიერე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)